ახალი ამბები

პარლამენტმა დაამტკიცა ცსკო-ს ფორმირების წესი “ბეიკერის” გეგმის გაუთვალისწინებლად

(თბილისი, 5 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტმა თავის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციების, ასევე “აღორძინებისა” და “მრეწველების” ხმების მხარდაჭერით დაამტკიცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
 
დამტკიცებული წესის თანახმად ცსკო-ს ხუთ წევრს დაამტკიცებს პრეზიდენტი, სამს – აღორძინება, ორს – მრეწველები, ხოლო თითო-თითოს – გაერთიანებული დემოკრატები, ნაციონალური მოძრაბა, ლეიბორისტები და ახალი მემარჯვენეები.
 
“ერთობას”, რომლის ლიდერიც ჯუმბერ პატიაშვილია, ასევე “ტრადიციონალისტებს” ცსკო-ში წარმომადგენელი არ ეყოლებათ.
 
მიღებული წესით ირღვევა პარიტეტის პრინციპი, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იყო იმ მოდელში რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ივლისის დასაწყისში საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა წარუდგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button