
კოფი ანანი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 26 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ მოხსენებაში შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ქართულ-აფხახური კონფლიქტის ძირითადი პოლიტიკური საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია.
“მართალია მხარეებმა მიაღწიეს გარკვეულ წინსვლას ეკონომიკური თანამშრომლობისა და დევნილთა დაბრუნების საკითხებში, მაგრამ არავითარი პროგრესი არ შეინიშნება პოლიტიკური მოწესრიგებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის მომავალი სტატუსის განსაზღვრის ჩათვლით”, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
მოხსენებაში კოფი ანანი ასევე საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის საქმიანობასაც შეეხო.
“მე მჯერა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისია არსებით როლს ასრულებს კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის სტაბილიზაციის საქმეში”, – აღნიშნა კოფი ანანმა და გასცა რეკომენდაცია მისიის მანტადის ექვსი თვით, 2004 წლის 31 იანვრამდე, გაგრძელების თაობაზე.