ახალი ამბები

რუსეთის ერთიანი ენერგოქსელები აფხაზეთის ენერგოობიექტების აღდგენის ბიზნეს-გეგმას ადგენს

(თბილისი, 25 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და რუსეთის პრეზნიდენტებს შორის სოჭში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ხელმოწერილია სამმხრივი დოკუმენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული ენერგოობიექტების აღდგენაში რუსეთის ერთიანი ენერგოქსელების მონაწილეობის თაობაზე.

როგორც “სივილ ჯორჯიას” რუსეთის სააქციო საზოგადოება “რუსეთის ერთიანი ენერგოქსელების” პრესსამსახურში აცნობეს, კომპანია ამუშავებს ამ ენერგოობექტების აღდგენის ბიზნესგეგმას.

2003 წლის 6-7 მარტს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და ვლადიმირ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას აფხაზეთის ენერგოობიექტების რეაბილიტაციაში, ეკონომიკის აღდგენასა და დევნილების აფხაზეთში დაბრუნებაში.

Back to top button