ახალი ამბები

პეტრე ცისკარიშვილმა საგანელიძეს საჯაროდ მოუბოდიშა

(თბილისი, 28 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა დღევანდელ სხდომაზე თავის კოლეგას დავით საგანელიძეს ნოემბრის თვეში მომხდარი ინციდენტისა და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის საჯაროდ ბოდიში მოუხადა.

“კამათის დროს მესამე პირების ჩარევამ გადაჭარბებულ ზღვარს მიაღწია, რაზეც ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგას და იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი რამ პარლამენტში აღარ განმეორდება” – განაცხადა ცისკარიშვილმა.

“ახალი მემეარჯვენეების” თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დადებითად შეაფასა ცისკარიშვილის ეს პოზიცია.

ცისკარიშვილმა საგანელიძეს გასული წლის ნოემბრის თვეში პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, რის გამოც იგი “ნაციონალური მოძრაობიდან” გარიცხეს და “ახალმა მემერჯვენეებმა” მისი პარლამენტიდან გარიცხვის საკითხიც დააყენეს.

Back to top button