
ახალი ამბები
სააკაშვილი ბურჯანაძეს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნას
(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და სხვა დეპუტატებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნის პროექტს.
“ძვირფასო ნინო, დიდ პატივს გცემ და ვიმედოვნებ, რომ მხარს არ დაუჭერ შევარდნაძისა და აბაშიძის ერთობლივ გეგმას, რომელიც საქართველოს დაქუცმაცებას და სეპარატიზმის გარღმავებს უწყობს ხელს”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში “დემოკრატიული აღორძინების” ინიციატივით შევიდა, თუმცა მისი დამტკიცება ხმათა უმცირესობის გამო ვერ მოხერხდა, რამაც ფრაქცია “აღორძინების” წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.