ახალი ამბები

მასობრივი შიმშილობა ციხეებში

(თბილისი, 1 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით დაახლოებით 4,500 პატიმარი შიმშილობს საქართველოს თითქმის ყველა ციხესა და საპყრობილეში.

ისინი თავიანთი საქმეების გადახედვას მოითხოვენ. საპროტესტო აქციაში მონაწილე პატიმრების მტკიცებით მათი საქმეები არასამართლიანად იქნა გამოძიებული.

პატიმრები ხელისუფლებისგან სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც მათ მოთხოვნებს შეასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button