ახალი ამბები

პარტიების ლიდერები ცსკო-ს დაკომპლექტების წესზე მსჯელობენ

(თბილისი, 3 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს მრეწველების ოფისში შეიკრიბნენ წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რათა მიაღწიონ კომპრომისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც ასევე სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო შტაბის მეთაურია და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც.

არსებობს ცსკო-ს დაკომპლექტების ორი მოდელი – ოპოზიციის და ხელისუფლების.

ოპოზიცია ითხოვს, რომ ცსკო იმ პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს, რომლებმაც ბოლო ორ არჩევნებში ხმათა 4%-ზე მეტი მოაგროვა.

სახელისუფლებო პარტიების პროექტი კი ითვალისწინებს 11 წევრიანი ცსკო-ს შექმნას, რომელთაგან 9-ს დასამტკიცებლად პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს, დანარჩენი ორი კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები იქნებიან. ამასთან, ცსკო-ს არც ერთი წევრი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.

ოპოზიციის მტკიცებით ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც ამავე დროს საარჩევნო ბლოკის მეთაურია, ცსკო-ზე სრულ კონტროლს მოიპოვებს.

დაგეგმილია, რომ პარლამენტმა უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყოს ერთი შეჯერებული და შეთანხმებული პროექტის განხილვა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button