ახალი ამბები

შეიარაღებული შეტაკება გალის რაიონში

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – გასულ ღამეს გალის რაიონის სოფლების თაგილონისა და ჭუბურხინჯის საზღვარზე 20 წუთის განმავლობაში შეიარაღებულ შეტაკებას ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც დაიჭრა ე.წ. თაგილონის აფხაზური საბაჟოს უფროსი, “აფხაზეთის გმირი” რუსლან ხაშბა.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, სოხუმის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ხაშბა ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

აფხაზურმა მხარემ ნაბაკევსა და თაგილონში თავისი შეიარაღებული რაზმები შეიყვანა და წმენდის ოპერაციას ატარებს იმ მოტივით, რომ მომხდარ შეტაკებას ქართველ პარტიზანებს უკავშირებს.

მდგომარეობის გართულების გამო შემთხვევის ადგილზე გასვლას ვერ ახერხებს ოთხმხრივი საკოორდინაციო კომისია. “რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, ამ სოფლების ქართული მოსახლეობა აცხადებს, რომ რუსული სამშვიდობო ძალები არავითარ ზომებს არ იღებენ აფხაზთა თვითნებობისგან მათ დასაცავად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button