ახალი ამბები

“თრანსფერენსი ინტერნეიშენლი” დსთ-ს ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ საინფორმაციო ცენტრების შექმნას აპირებს

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო ორგანიზაცია “ტრანსფერენსი ინტერნეიშენლი” დსთ-ის ქვეყნებში აპირებს ცენტრების შექმნას, რომლებიც შეკრებენ ინფორმაციას მსოფლისო სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ. ამის შესახებ 6 მაისს ალმა-ათაში განაცხადა “თი-აი”-ს წარმომადგენელმა პიტერ აიგენმა.

“დღეს უკვე შეიქმნა იმის შესაძლებლობები, რომ კორუფციას ებრძოლონ იმ ქვეყნებსიც კი, სადაც მას უკვე შეეგუენ. ამ ბოროტების დამარცხება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას”, – თქვა მან.

აიგენის თქმით, “თი-აი” ამუშავებს ქცევის სპეციალურ კოდექს კომპანიებისთვის იმ ქვეყნებსი, სადაც ისინი თავიანთ ოპერაციებს წარმართავენ.

სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, მსოფლიოს ქვეყნებში კორუფციის გამოვლინების ინდექსების ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც “ტრანსფერენსი ინტერნეიშენლმა” გამოაქვეყნა, დსთ-ის ქვეყნებიდან საქართველო და უკრაინა 2002 წელს 85-ე ადგილზე იყვნენ, რუსეთი 71-ე ადგილზე, უზბეკეთი – 68.

რეიტინგი აგებულია ვერტიკალის პრინციპით, სადაც პირველი ადგილები უკავიათ ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button