ახალი ამბები

პრეზიდენტი ცსკო-ს უცხოელებით დაკომპლექტების წინააღმდეგია

(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართვლოს პრეზიდენტი უარყოფითად აფასებს ოპოზიციური ძალების ინიციატივას ცენტრალური საარჩევნო კომისიის უცხოელი ექსპერტებით, კერძოდ კი ეუთო-ს წარმომადგენლებით დაკომპლქტების თაობაზე.

“ეს იდეა ჭკუამხიარულად მიმაჩნია. თუ ასეა, რატომ მაინდამაინც ეუთო და არა ნატო ან სხვა უცხოური ორგანიზაციები. არ მესმის ეს არჩევანი რას ეყრდნობა. ჩვენი ქვეყნისთვის უფრო აჯობებს, თუ არჩევენების დემოკრატიულად ჩატარებაზე თავადვე ვიზრუნებთ და უცხოელებს მხოლოდ დამკვირვებლების სტატუსს მივანიჭებთ”, – განაცხადა შევარდნაძემ თავის დღევანელ რადიოინტერვიუში.

იგი დარწმუნებულია, რომ საქართველო შეძლებს საპარლამენტო არჩევნების განსაზღვრულ დროს – 2003 წლის 2 ნოემბერს – დემოკრატიულად ჩატარებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button