ახალი ამბები

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აფხაზეთიდან დევნილების დახმარებას აპირებს

(თბილისი, 31 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის დახმარება გაუწიოს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. ამ მიზნით, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრთან მალხაზ კაკაბაძესთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მსო-ს ქვერეგიონალური წარმომადგენელი კავკასიაში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დავიდ ტერცი და ორგანიზაციის პროექტის ასისტენტი ფრეა ფონ გროტე აფხაზეთში მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით ჩავიდნენ.

ორგანიზაცია ამჟამად განიხილავს აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობებს, რათა ხელი შეუწყოს მათ დაბრუნებას და რეინტეგრაციას მუდმივსაცხოვრებელ ადგილებში.

ამის შესახებ ასევე ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის ზუგდიდის, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში განახორციელოს ეკონომიკური განვითარების პროექტი, რომლის შემუშავებაც ახლა მიმდინარეობს. ასევე გამორიცხული არ არის აფხაზეთში ორგანიზაციის დროებითი ფილიალის გაიხსნა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button