skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრმა და აფზახეთის დეპუტაციამ აფხაზეთის თაობაზე იმსჯელეს

(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დღეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დეპუტაციას შეხვდა.

მან დეპუტატებს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, მათ იმსჯელეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების თაობაზე დატოვონ სამშვიდობოები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოლაპარეკებები გალის რაიონში დევნილთა დაბრუნებისა და რკინიგზის აღდგენის თაობაზე გრძელდება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რკინიგზის აღდგენა მხოლოდ დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების შემთხვევაში არის შესაძლებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button