skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საერთაშორისო მრჩეველთა დელეგაციის ვიზიტი თბილისში

(თბილისი, 17 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დელეგაცია, რომელსაც დევიდ სმიტი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე მრჩეველი სერ გარი ჯონსონი. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროში აცნობეს.

დელეგაციას 17 ივნისს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქათველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან. 18 ინვისს კი დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს ეწვევა. შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან დახურულ კარს მიღმა გაიმართება. განიხილება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები.

დელეგაციის ვიზიტი 21 ივნისს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button