ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი არჩევნების წინ სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან კონსულტაციებს განაგრძობს
(თბილისი, 16 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს საქართველოში ჩეხეთის ელჩს ირჟი ნეკვასილს შეხვდა, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებისა და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ იმსჯელეს.
ნათელაშვილმა ასევე ისაუბრა მერების არჩევითობის წესის შემოღების თაობაზე, რაც ჩეხეთის ელჩმა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საერთოდ არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნისათვის.
დღესვე შალვა ნათელაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს დებორა ჯონსს შეხვდა. ძირითადად საუბარი ისევ არჩევნებისთვის სამზადისს შეეხო.
This post is also available in: English (ინგლისური)