ახალი ამბები

აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში?

(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით საქართველოს საჰაერო სივრცეში აშშ-ს U-2S ტიპის მზვერავი თვითმფრინავი დაფიქსირდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ცნობას უარყოფს. “მე ამასთან ადკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია ჩვენ არ მოგვეპოვება,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილემ გია ჟორჟიკაშვილმა.

რუსეთის საჰაერო ძალების პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოლკოვნიკ ალექსანდრე დრობიშევსკის თქმით, “U-2S ტიპის თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცეში, რუსეთის ტერიტორიიდან 20-25 კილომეტრის დაშორებით ჩაიფრინა.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button