ახალი ამბები

საქართველო რუსეთთან საზღვარს ამაგრებს

(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმსწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე მესაზღვრეთა დამატებითი საგუშაგოების დაყენებას აპირებს.

დეპარტამენტის ცნობით, დამატებითი საგუშაგოები გაზაფხულის დასაწყისისთვის დაიდგმება.

საქართველოს ხელისუფლება თოვლის დნობასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩეჩენი მებრძოლების გადმოსვლას ელის. სამართალდამცავები პანკისის ხეობაში აპირებენ ანტიკრიმინალური ოპერაციის კიდევ ერთი ფაზის ჩატარებას რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და პანკისში შეიარაღებული პირების შესვლის აღსაკვეთად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button