ახალი ამბები

ამერიკის ელჩი დევნილებს შეხვდა

(თბილისი, 20 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი 19 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიაში ენგურის ხიდთან დევნილების საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძეც ესწრებოდა.

როგორც ელჩთან სეხვედრის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს ჟურნალისტებს, აშშ-ის ელჩი მათ დაპირდა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნაა, აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა. გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისიფლებას ურჩია, რომ გაუხანგრძლივოს მანდატის ვადა რუსეთის სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში. მანდატი 17 თებერვალს გაახანგრძლივეს.

სახელსმწიფო კანცელარიაში გამარტულ შეხვედრაზე დევნილთა აქციის ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ დროებით შეაჩერებენ აქციას. ამის მიზეზად ისინი ამერიკის ელჩის დაპირებას აცხადებენ კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში აშშ-ის ადმინისტრაციის აქტიურად ჩართვის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button