ახალი ამბები

სააკაშვილმა შევარდნაძეს მთავრობის სხდომაზე გადადგომისკენ მოუწოდა

(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფოს კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომერემ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ გვქონდა ილუზია, რომ თქვენთან ერთად შევძლებდით ქვეყნის მართვას ნორმალურ ვითარებაში, მაგრამ მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ სხვა გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ ჩამოშორდეთ ხელისუფლებას” – განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში.

მან ასევე ისაუბრა კორუფციაზე და მთელ რიგ კანონდარღვევებზე, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობას მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება.
სააკაშვილმა სხდომაზე უკანონო ქმედებაში ამხილა ასევე ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე, რასაც მამალაძის მხრიდან განრისხება მოჰყვა.

სააკაშვილის განცხადებას პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთა თავად პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
“მე, სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ, ნერვები არ მღალატობს, სააკაშვილს ყველაფერში ვერ დავეთანხმები, ქვეყანაში მართლაც არსებობს აღმავლობის ტენდენცია” – გამაცხადა შევარდნაძემ.

მან სხდომის საქმიანად გაგრძელება ითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button