We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

მუშაობა დაიწყო ქვეკომისიამ საარჩევნო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით

(თბილისი, 13 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 12 თებერვალს შედგა სახელმწიფო კანცელარიასთან შექმნილმა ქვეკომისიამ საარჩევნო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით.

ქვეკომისიაში, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მარიამ ცაცანაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს, ასევე ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნასა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას მოითხოვენ.

აღნიშნული ქვეკომისია 10 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.

This post is also available in: English Русский

Back to top button