ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ 12 საათიანი დაკავების წესი გააუქმა

(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 29 იანვარს დააკმაყოფილა სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებების დამცველი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სარჩელი, რომლითაც ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანას მოითხოვდნენ ეჭვმიტანილი პირების წინასწარ 12 საათიან დაკავების წესთან დაკავშირებით.

არსებული საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამ 12 საათის განმავლობაში დაკავებული პიროვნება მტლიანად იზოლირებულია გარესამყაროსგან ადვოკატთან და ნათესავებთან კონტაქტის უფლების გარეშე.

ადამიანის უფლებების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ 12 საათის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 2003 წლის 1 მაისამდე შესაბამისი ცვლილება უნდა შეიტანოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button