ახალი ამბები

ბურჯანაძე რუსი მშვიდობისმყოფელების მანდატის შეცვლას მოითხოვს

(თბილისი, 23 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 22 იანვარს მოსკოვში გამარტულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გახანგრძლივება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სამშვიდობო ოპერაციის ფორმატი შეიცვლება.

“არსებული ფორმატი ხელს არ უწყობს კონფლიქტის მოგვარებას. იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო ძალები ხელს არ შეუწყობენ დევნილთა დაბრუნებას აფხაზეთში, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის მანდატის გაფარტოების საკითხს”, – თქვა 22 იანვარს ნინო ბურჯანაძემ.

“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე არ გაუხანგრძლივებს მანდატს რუსეთის სამშვიდობო ძალებს აფხაზეთსი იმ ვითარებასი, როცა რუსეთმა ცალმხრივად განაახლა სარკინიგზო მიმოისვლა აფხაზეთთან და განარგზობს რუსული პოასპორტების გაცემას მასობრივად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button