ახალი ამბები

ბათუმში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისთვის განკუთვნილი მილები შემოვიდა

(თბილისი, 22 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) ცნობით 22 იანვარს ბათუმის აკვატორიაში შემოვიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი მილებით დატვირთული გემი – “არიელა”, რომელიც ეკუთვნის გერმანულ კომპანია “ლოგომარს”.

გემი ბათუმის პორტში შემოიტანს ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთისათვის განკუთვნილ 1819 ცალ მილს, რაც შეადგენს ნავთობსადენის 21 კილომეტრიან მონაკვეთს. 24 იანვარს დაიწყება მილების გადმოტვირთვა ნავმისადგომიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება გემის გადმოტვირთვაში დასაქმებული პორტის მუშაკების სპეციალური მომზადება.

14 იანვარს ფოთის პორტში შემოვიდა მილების პირველი პარტიით დატვირთული, ბრიტანული კომპანია “ბერტლინგის” კუთვნილი გემი “კალედონია”, რომელმაც შემოიტანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთის მშენებლობისთვი განკუთვნილი მილები.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button