
ახალი ამბები
ქართული დელეგაციის პროტესტი აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით
(თბილისი, 17 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ პროტესტი გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთათვის რუსეტის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
პარლამენტის წევრმა ზურაბ ჟვანიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედებები “ფარულ ანექსიას” ნიშნავს. მან ასევე პროტესტი გამოთქვა რუსეთის მიოერ ცალმხრივად აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლების გამოც.
ქართული საპარლამენტო დელეგაცია ამ საკითხების დაყენებას აპირებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.