ახალი ამბები

პარლამეტმა დემოკრატების ინიციატივის განხილვა გადადო

(თბილისი, 17 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღევანდელ საგანგებო სხდომაზე პარლამენტის დეპუტატებმა ხმა მისცეს მინიმალური ხელფასების გაზრდის თაობაზე “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივის განხილვის გადადებას.

“გარეთიანებულ დემოკრატებს” სურდათ, რომ მათი ინიციატივა მანამდე განხილულიყო, ვიდრე დაიწყებოდა 2003 წლის ბიუჯეტის განხილვა, რათა ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო დამატებითი ფონდები მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმამდე გასაზრდელად, რომელიც ამჟამად 115 ლარს შეადგენს.

მთავრობა ამ ინიციატივის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ეს ეკონომიკის სტაგნაციას გამოიწვევს.

Back to top button