ახალი ამბები

მირონოვი იმედოვნებს, რომ რუს მშვიდობისმყოფელებს მანდატი გაუხანგრძლივდებათ

(თბილისი, 14 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა  დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების იმედი აქვს.

როგორც მიროვმა აღნიშნა, ქართული მხრიდან მშვიდობისმყოფელთა მანდატის გაგრძელებაზე უარი “ხანგრძლივი დროის მანძილზე გვესმის ყოველთვის, როგორც კი მანდატის ვადა იწურება”.

13 იანვარს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადაა, რომ არ გაუგრძელებს მანდატს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუს მშვიდობისმყოფელებს, თუ რუსეთი არ შეწყვეტს სარკინიგზო მიმოსვლას სეპარატისტულ რეგიონთან.

Back to top button