skip to content
ახალი ამბები

მენაღარიშვილმა და ივანოვმა აფხაზეთის პრობლემა განიხილეს

(თბილისი, 14 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 13 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ტელეფონით ისაუბრა თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური საიტის ცნობით, მინისტრებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხები განიხილეს, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემაც ახლახანს სოხუმში შემდგარი რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშინინის ვიზიტის ფონზე.

ბოლო დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები კვლავ გაუარესდა იმის, გამო რომ რუსეთის ხელისუფლებამ ცალმხრივად განაახლა სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთთან და აგრძელებს რუსული პასპორტების გაცემას აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

თავის ორშაბათის ინტერვიუში 13 იანვარს საქართველოს პრეზიდეტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ არ გაუგრძელებს მანდატს რუსეთის სამშვიდობო ძალებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, თუ რუსეთი არ შეაჩერებს სარკინიგზო მიმოსვლას სეპარატისტების მიერ მართვად რეგიონთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button