ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაფართოვდება

(თბილისი, 10 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი სტრუქტურის შექმნის თაობაზე, – იტყობინება სახელმწიფო კანცელარია.

ძალოვანი სამინისტროების ფუნქციონირების კოორდინაციასთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭო პასუხისმგებელი იქნება ასევე ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. უშიშროების საბჭო ასევე გააკონტროლებს სიდა პოლიტიკურ პროცესებსაც.

ეროვნული უსიშროების საბჭოს თავმჯდომარეა პრეზიდენტი შევარდნაძე, ხოლო მდივანია – თედო ჯაფარიძე.

Back to top button