ახალი ამბები

საქართველო, აშშ ნავთობსადენის უსაფრთხოებას ზრდიან

(თბილისი, 8 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია)(თბილისი, 8 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ამერიკულ კომპანია “ნორთროპ გრუმანთან,” რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფთხოების მონიტორინგისთვის კოსმოსური სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციის პრეზიდენტის გია ჭანტურიას განცხადებით ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსთვის სარადარო სისტემის გადმოცემას, რომლის მეშვეობითაც ნავთობსადენი გაკონტრლოლდება.

ჭანტურიას განცხადებით ნავთობსადენის უსაფრთხეობაზე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტურების მიერ გაწვრთნილი 400 კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი იზრუნებს.

Back to top button