
ახალი ამბები
ბიუჯეტის ახალ პროექტში უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა
(თბილისი, 8 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს 2003 წლის ბიუჯეტის ახალ პროექტს წარუდგენს. დეკემბერში პარლამენტმა წარდგენილი პროექტი არ დაამტკიცა.
ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალ პროექტში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ სინანული გამოთქვა, რომ დეკემბერში პარლამენტმა ბიუჯეტი არ დაამტკიცა.იგი იცონებს არსებულ პროექტს და ახცადებს, რომ პარლამენტს ის განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე კვლავ წარედგინება.