ახალი ამბები

კომანდოს ბატალიონიდან ზემსახური გაიქცა იარაღით

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 27 ნოემბერს კომანდოს ბატალიონიდან, რომელიც “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში მონაწილეობს, გაიქცა ზემსახური გიორგი შეყელაშვილი, რომელმაც თან გაიყოლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, გაქცეულმა იარაღი თავისი ნათესავის ბინაში მიატოვა, და თვითონ მიიმალა. ბატალიონში, სადაც შეყელაშვილი მსახურობს, ჯარისკაცის გაქცევის ფაქტთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

ქვემო ქართლის რეგიონის სამხედრო პროკურატურისთვის, რომელსის კომპეტენციაშიც შედის კომანდოს ბატალიონი,  გაქცევის მიზეზები უცნობია. შეყელაშვილს ეძებენ. სამხედრო პროკურატურამ ჯერ-ჯერობით მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button