ახალი ამბები

ჯორბენაძისა და რჩეულიშვილის მოლაპარაკებები

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელსაც ამავე დროს “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის პოსტიც უჭირავს, სოციალიტური პარტიის ლიდერთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ვახტანგ რჩეულიშვილთან კონსულტაციებს აწარმოებს ახალი გაერთიანების შექმნის მიზნით.

როგორც ვარაუდობენ, კონსულტაციების თემაა ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. უმრავლესობისთვის მოქალაქეებისა და სოციალისტების რაოდენობა საკმარისი არ არის, მაგრამ შესაძლოა, მათ სხვა ფრაქციებიც შეუერთდნენ.

ჯორბენაძისა და რჩეულიშვილის შეხვედრის შედეგი საღამოს გახდება ცნობილი, თუმცა როგორც ვარაუდობენ, ისინი შეთანხმებას მიაღწეევენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button