ახალი ამბები

სომხეთს სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა სურს

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “სომხეთის ეკონომიკისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას,” განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არმენ ხაჩატურიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აფხაზეთზე გადის არ ფუნქციონირებს აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით საქართველო ემხრობა მაგისტრალის აღდგენას მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდება აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნება.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის ითამაშოს შუამავლის როლი რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.

მსგავსი/Related

Back to top button