ახალი ამბები

კუმისის ტბაში ვერტმფრენი ჩავარდა

(თბილისი, 16 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 16 სექტემბერს გარდაბნის რაიონში, კუმისის ტბაში ჩავარდა ქართველი მესაზღვრეების მი-2 ტიპის ვერტმფრენი.

წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, ავარიის მიზეზი შეიძლება ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.

ტბაში გრძელდება დაღუპულთა ძებნა. ჯერ-ჯერობით ტბიდან ვერტმფრენის ნამსხვრევები ამოიტანეს.

მსგავსი/Related

Back to top button