ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტები პუტინის ულტიმატუმს განიხილავენ

(თბილისი, 12 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტები დღეს ერთობლივ სხდომას მართავენ, რომელზედაც 11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას განიხილავენ.

როგორც დილით გამართულ საპარლამენტო სხდომაზე გადაწყდა, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ პარლამენტი მუშაობას განაგრძობს. უშიშროების საბჭოს სხდობა სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარეობს და ის მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს საქართველოს მთავრობის ერთობლივი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.

“უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ თითოეულ დეპუტატს ექნება საშუალება საკუთარი აზრი გამოხატოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კი ეს არასწორი იქნებოდა”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

11 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საქართველოს თავშეფარებულ ტერორისტებზე შეტევის გეგმის ჩამოყალიბება დაავალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button