ახალი ამბები

რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოში

(თბილისი, 10 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს რუსეთის მოქალაქეების მიმართა “საქართველოში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით”.

საქართველოში “უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ყაჩაღური თავდასხმები უცხოელთა მიმართ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართაც, აჰყავთ მძევლად გამოსასყიდის მიღების მიზნით. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან ან იქ გამგზავრებას აპირებენ, რომ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები მიიღონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

აგვისტოს დასაწყისში თბილისში აღმოაჩინეს რუსი ოფიცრის, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების პოლკოვნიკის, იგორ ზაიცევის გვამი. მოგვიანებით ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც ასევე ამ დაჯგუფების ყოფილი მოსამსახურეა და რუსეთის მოქალაქეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button