ახალი ამბები

დეპუტატები ხმების გადაავლის პროცესს გაჭიანურებულად მიიჩნევენ

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს გამართულ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, რომელიც არჩევნებისას დაფიქსირებულ დარღვევებს იძიებს, 2 ივნისის თბილისის ადგილობრივი არჩევნებისას მიცემული ხმების გათავლის პროცესი გააკრიტიკეს.

ერთი თვის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) წევრებმა ხმათა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები გადათვალეს.  ცსკო-ს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ვერ დაასახელა თარიღი, როდესაც ხმათა გადათვლის პროცესი დასრულდება.

დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით რჩება შტაბეჭდილება, რომ “ხმათა გადათვლის პროცესი ხელოვნურად არის გაჭიანურებული.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button