ახალი ამბები

აშშ შეშფოთებულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარებით

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 7 სექტემბერი, 2002) – “აშშ იზიარებს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის ლაკომბეს შეშფოთებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უკანასკნელ თვეებში გართულებული ვითარების გამო”, განუცხადა ეუთოში აშშ-ის წარმომადგენლობის თავმჯდომარის მოადგილემ დუგლას დეივიდსონმა ეუთოს მუდმივ საბჭოს.

“ჩვენ მივესალმებით მოლაპარაკებებს სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ლისაბონში გაიმართება. ამ პრობლემის მოგვარებამ შესაძლოა კონფლიქტის ზონაში განთავსებულ ერთობლივ მარეგულირებელ კომისიასა და ერთობლივ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებული სირთულეებიც გადაჭრას”, დუგლას დეივიდსონის ნათქვამზე დაყრდნობით იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეუთოში დასძინა, რომ აფხაზეთში არსებული ვითარება “ასევე სავალალოა, მაშინ როდესაც მანდატის საფუძველზე ეუთოს მისიას არ აქვს უფლება მეტად ჩაერიოს იქ უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ვითარების დარეგულირების საკითხებში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button