ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს ქართველი მესაზღვრეები გადასცა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 სექტემბერი, 2002) – 5 ოქტომბერს რუსულმა მხარემ საქართველოს სამი ქართველი მესაზღვრე გადასცა, რომლებიც 2 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო იყვნენ დაკავებულნი.

მოლაპარაკებები ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მამისონის უღელტეხილზე მიმდინარეობდა. ეს ის ადგილია, სადაც ქართველი მესაზღვრეები დააკავეს.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მტკიცებით, ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარი შეცდომით გადაკვეთეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button