ახალი ამბები

ქართველ მესაზღვრეები საქართველოს გადმოეცემა, ამბობს თედო ჯაფარიძე

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 4 სექტემბერი, 2002) – საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსების მიერ დაკავებული ქართველი მესაზღვრეები “საქართველოს ყოველგვარი ეჭვგარეშე გადმოეცემა”.

2 სექტემბერს რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს სამი ქართველი მესაზღვრე, რომლებმაც უკანონოდ გადაკვეთეს საქართველო-რუსეთის საზღვარი. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თქმით, საზღვრის გადაკვეთა გაუგებრობა იყო და ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას სულაც არ ცდილობდნენ.

თედო ჯაფარიძის თქმით, ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მესაზღვრეების საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.

როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყებიან, საზღვრის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით 4 სექტემბერს ერთობლივი ქართულ-რუსული კომისია შეიქმნა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button