ახალი ამბები

საქართველო და რუსეთი ქართველების მიერ საზღვრის დარღვევას ერთად გამოიძიებენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 სექტემბერი, 2002) – საქართველოსა და რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტები ერთობლივად გამოიძიებენ საქართველო-რუსეთის საზღვრის ქართველი მესაზღვრეების მიერ უკანონოდ გადაკვეთის ფაქტს. რუსეთში უკანონოდ შესული სამი ქართველი მესაზღვრე 2 სექტემბერს მამისონის უღელტეხილთან დააკავეს.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ მესაზღვრეების საქციელი გაუგებრობა იყო.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ საზღვის დამრღვევებს დაკითხვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button