Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა “იტერასთან” კონტრაქტი არ გააუქმა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – 26 აგვისტოს პარლამენტის ბიუროზე განიხილებოდა “იტერასთან” კონტრაქტის გაუქმების საკითხი.”გაერთიანებული დემოკრატების”, “ტრადიციონალისტების” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ ამ წინადადებას. მათი დაჟინებული მოთხოვნით “იტერასთან” კონტრატის გაუქმების საკითხი კენჭისყრაზე დადგა. თუმცა, “იტერასთან’ კონტრაქტის გაუქმებას პარლამენტართა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ერთობლივი საპროტესტო გამოსვლების გამართვა შესთავაზეს. სააკაშვილმა მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ამავდროულად, კანცელარიაში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა “იტერასთან” გასაფორმებელი კონტრაქტის პირობებზე. მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებზე გადაწყდა, რომ “იტერასა” და საქართევლოს ერთობლივი კომპანია ათ დღეში დაფუძნდება. საქართველოს ტერიტორიაზე გაზის განაწილებას სწორედ ეს კომპანია გააკონტროლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მათი [იტერას] და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა”.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გაზის დავალანების სანაცვლოდ “იტერას” თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი და რუსთავის ქიმკომბინატი “აზოტი” გადასცა. 


 

მსგავსი/Related

Back to top button