
ახალი ამბები
ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროს ვიზიტი საქართველოში
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 აგვისტო, 2002) – დღეს საქართველოში ჩამოდის ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლის მოადგილე, გენერალი დიტერ შტოკმანი.
თბილისში ვიზიტისას იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს.
შეხვედრებზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებსა და ამერიკული მხარის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობის საკითხს განიხილავენ.
ამ პროგრამის მიხედვით ამერიკელი ინსტრუქტორები 4 ქართულ ანტიტერორისტულ ბატალიონს გაწვრთნიან.