ახალი ამბები

გაუგებრობა რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის აჭარაში სტუმრობის გამო

(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის პირველი მოადგილის გენერალ-ლეიტენანტ ბულგაკოვის ვიზიტმა ბათუმში გაუგებრობა გამოიწვია.

ოფიციალური თბილისის განცხადებით, რუსეთის 28 კაციანი სამხედრო კომისიის ვიზიტი ბათუმში, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ბულგაკოვი ხელმძღვანელობდა, არ იყო შეთანხმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.

რუსეთის სამხედრო ჩინოსანი 11 აპრილს ბათუმში აჭარის ავტონომიის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა. მათი საუბრის დეტალები უცნობია.

ამიერკავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარების შტაბის განცხადებით, სამხედრო დელეგაცია ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზას მოინახულებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button