ახალი ამბები

დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობენ

(თბილისი, 10 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვა განაახლა.

ფრაქციათა შორის შეუთანხმებლობას, ძირითადად, მერებისა და გამგებლების არჩევითობის საკითხი იწვევს.

საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობა მერებისა და გამგებლების არჩევნითობის პრინციპს უჭერს მხარს და პრეზიდენტის მიერ მათ დანიშვნას ეწინააღმდეგება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები დანიშვნის პრინციპის შენარჩუნებას ცდილობენ.

მეორე საკითხი, რაზეც პარლამენტში შეთანხმების მიღწევა ჭირს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესია.

ფრაქციათა ნაწილი მოითხოვს, რომ კომისიები პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტდეს. ამ პრინციპის თანახმად, უკანსკნელ ორ არჩევნებში 4% ბარიერგადალახული პარტიები საარჩევნო კომისიის თითო წევრს ნიშნავენ. ასეთი სულ 9 პარტიაა. 

ბლოკი “აღორძინება”, რომელიც პარლამენტში აჭარის ავტონომიის ლიდერის ინტერესების იცავს, საარჩევნო კომისიებში, დამატებით, ავტონომიის წარმომაგენლის დანიშვნას მოითხოვს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button