ახალი ამბები
პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს განიხილავს
(თბილისი, 4 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას განიხილავს. საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობა უკვე შეთანხმდნენ, რომ გამგებლები და მერები საკრებულოს წევრებმა უნდა აირჩიონ და ისინი არ უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა. ფრაქციები “ალიანი ახალი საქართველოსთვის” და “თანადგომა”, რომლებიც პრეზიდენტის მხარდამჭერ გუნდებად მოიაზრებიან, მერებისა და გამგებლების არჩევითობას ეწინააღმდეგებიან. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე 2 ივნისისთვის დანიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური)