ახალი ამბები
ნატო-ს ექსპერტები საქართველოში
(თბილისი, 3 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ნატო-ს სამხრეთი მიმართულების შტაბის საჯარისო დივიზიის ოთხ კაციანი ჯგუფი 2 აპრილს თბილისს ეწვია, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ნატო-ს ჯგუფი ქართველი სამხედროებისათვის 3-5 აპრილს საჯარისო დაზვერვის საკითხებზე სემინარს ჩაატარებს. საქართველოს მხრიდან სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ქართული დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებიც. სემინარის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს გააცნონ ნატო-ს ქვეყნების საჯარისო დაზვერვის ორგანიზება და სტრუქტურა, რაც საქართველოს არმიას ნატო-ს სტანდარტების მიღწევაში დაეხმარება.
This post is also available in: English (ინგლისური)