Placeholder canvas
ახალი ამბები

შევარდნაძე შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო

(თბილისი, 1 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათს მის ტრადიციულ რადიოინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო.

ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრა 4 მარტს აშშ-ის სამხელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე 2001 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

“მე ვეთანხმები მოხსენების ძირითად შინაარსს, მათ შორის ნაწილს რელიგიური მრწამსის გამო დევნაზე”, აღნიშნა შევარდნაძემ. 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის მთავრობის სხდომის მოწვევას საგანგებოდ ამ საკითხის განხილვისთვის აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button