ახალი ამბები

თამაზ ნადარეიშვილი პარლამენტში აფხაზეთის საკითხის განხილვით უკმაყოფილოა

(თბილისი, 14 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 14 მარტს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა საპარლამენტო სხდომა, სადაც აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია დახურულ კარს მიღმა იხილებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, ასეთი დისკუსიები არაეფექტურია. “სხდომაზე აფხაზეთის სტატუსის საქართველოს კონსსტიტუციაში განსაზღვრა გათვალისწინებული არ არის. მაშინ როდესაც მე ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანას მოველოდი,” განაცხადა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო, საგარეო და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრებმა აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებებით გამოვიდნენ.

მოსალოდნელია, რომ პარლამენტი აფხაზეთის თაობაზე რეზოლუციას მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button