skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში ალ ქაიდას ყოფნაზე ინფორმაციას არ ვფლობთ – ამბობს ბაუჩერი

(თბილისი, 12 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია ალ ქაიდას მებრძოლების აფხაზეთის რეგიონში ყოფნის თაობაზე”, განაცხადა აშშ-ის სახელმწფიო დეპარტამენტის სპიკერმა რიჩარდ ბაუჩთრმა 11 მარტს გამარტულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ რომ ქართველები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საკუტარი მიზნებისთვის არ გამოიყენებენ.

“არა. ჩვენ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობა გვაქვს, ჩვენ ქართველებთან ერთად ვმუშაობთ”, განაცხადა აშშ-ის სახემწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

როგორც საქართველოს უშიშროების მინისტირმა ვალერი ხაბურძანიამ მარტის დასაწყისში განაცხადა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებები იმალებიან. მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა იქ ალ ქაიდას მებრძოლებიც ყოფილიყვნენ.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი თამაზ ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის აფხაზეთში ალ ქაიდას 40-მდე წარმომადგენელი იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button