ახალი ამბები

დევნილები პარლამენტისგან აფხაზეთის საკითხის განხილვას მოითხოვენ

(თბილისი, 13 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – აფხაზეთიდან დევნილები პარლამენტის გადაწყვეტილებას აფხაზეთის საკითხის განხილვის გადადების თაობაზე არ აპროტესტებენ. პარლამენტარები საკითხის განხილვას რამოდენიმე კვირის შემდეგ აპირებენ.

ზუგდიდში არსებული დევნილთა შტაბის წევრების განცხადებით, თუ პარლამენტი აფხაზეთის საკითხს 3 დღის განმავლობაში არ განიხილავს, ისინი ენგურის ხიდთან აქციას განაახლებენ.

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის თაობაზე დადგენილება გასულ ოქტომბერს მიიღო.

საქართველოს მთავრობა დათანხმდა რუსეთის სამშვიდობო მანდატი 2002 წლის ივნისამდე გაეგრძელებინა.

დეპუტატების ერთი ნაწილი, იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად მოითხოვენ შესრულდეს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button